воскресенье, 29 декабря 2019 г.

ა ლა ფურშეტის მოწყობა

ა ლა ფურშეტი ფრანგული სიტყვაა (a la fourchette - ჩანგლით).
სტუმრები ა ლა ფურშეტზე ფეხზე დგანან.
ა ლა ფურშეტისუფრაზე უნდა იყოს ისეთი საკვები, რომელთა მირთმევა მხოლოდ ჩანგლით, დანის დაუხმარებლადაა შესაძლებელი. ამას გარდა ა ლა ფურშეტისუფრაზე აუცილებლად იქნება საკვების ასაღები სპეციალური ჩხირებიც. ა ლა ფურშეტი სასმელიც და საჭმელიც , როგორც წესი, მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.
მაგიდა ა ლა ფურშეტიჩვეულებრივზე უფრო მაღალი უნდა იყოს, რომ ფეხზე მდგომთათვის მირთმევა გაადვილდეს. მაგიდაზე გადაფარებული უნდა იყოს თეთრი (შეიძლება სხვა ფერიც) გადასაფარებელი, რომლის სიგრძე იატაკს მხოლოდ 5-10 სანტიმეტრით სცდება.
ა ლა ფურშეტისას ჭიქები გამაგრილებელი და ალკოჰოლური სამელებისთვის იდგმება რიგებად ან სამკუთხედებად. ერთმანეთზე შეწყობილი თეფშები, მაგიდის ყველა კუთხეშია განთავსებული. ცივი კერძები ლაგდება სუფრის ცენტრში. კიდეები კი თავისუფალი რჩება რათა სტუმრებმა შეძლონ საკუთარი თეფშების დალაგება.
დიდ შენობაში ა ლა ფურშეტისთვის რამდენიმე მაგიდა შეიძლება განთავსდეს, თვითოეული 5-6 ადამიანისთვის. ცივი კერძების შემდეგ სტუმრებს შემწვარ კერძს სთავაზობენ. მათ შორის შეიძლება პატარა ზომის ცხელი სოსისები და კოტლეტებიც იყოს.
ცხელი კერძების შემდეგ ა ლა ფურშეტზე შეიძლება დესერტის- ყველისა და ხილის, ჟელეს ან ნაყინის   შეთავაზება. ბოლოს სურვილისამებრ სტუმრები ყავას მიირთმევენ.
ა ლა ფურშეტიდროს, როგორც წესი თვითმომსახურებაა. მაგიდასთან მოფუსფუსე მიმტანებს, მხოლოდ დასვრილი თეფშების გამოცვლა, კერძების  და ნაყინის შემატება და სასმელის შევსება ევალებათ.
ა ლა ფურშეტზე მოხვედრის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მიესალმოთ საღამოს ავტორებს, წასვლის წინ გამომშვიდობება სავალდებულო არ არის. თუ ა-ლა ფურშეტის მიღება ოფიციალურია, სტუმარს  შეუძლია სავიზიტო ბარათი ლანგარზე დატოვოს.
ა ლა ფურშეტზე სამოსის ფორმა ჩვეულებრივი ყოველდღიური, კოსტიუმი ან კაბა.

Комментариев нет:

Отправить комментарий