воскресенье, 2 февраля 2020 г.

ჭინჭრის ხინკალი ფურშეტების ჰიტია


ჭინჭრის ხინკალი ფურშეტების ჰიტია

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით

ინგრედიენტები
      მოხარშული ჭინჭარი - 500
      ხახვი - 3 თავი
      ფქვილი - 600
      წყალი
      ქინძი - 1 კონა
      მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.მოხარშული ჭინჭარი მსუბუქად ამოვწუროთ ნახარშიდან და წვრილად დავჭრათ. მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მოშუშული ხახვი, მარილი და პილპილი.
ცომისთვის :მაგარი ცომის მოსაზელად ფქვილში ავურიოთ 1 სავსე .. მარილი, ნელა დავასხათ წყალი და მოვზილოთ . ჩავდოთ თასში და დახურულ მდგომარეობაში 30 წუთი გავაჩეროთ. 3 სმ სისქეზე გაბრტყელებული ცომისგან ამოვჭრათ ჭიქით მრგვალი ფორმები და თითოეული თხლად გავაბრტყელოთ.
ფქვილმოყრილი ცომის ფენაში ჩავდოთ გულსართი, გავუკეთოთ ნაკეცები და შევკრათ.
მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში. საწებლად უხდება  მოშუშული ხახვი და ძმარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий