вторник, 9 апреля 2024 г.

ამაზონი ფასდაკლებებით

  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

 აღნიშნული გვერდის  გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს.

 აღნიშნული  გვერდი მხოლოდ ქართულენოვან სვლაგეზს აქვეყნებს, იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს. ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ. ამაზონიდან გამოწერა არაა რთული.

  საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის.

 ამაზონზე ყოველთვის შედით ამ გვერდიდან > https://www.medgeo.net/ამაზონი-ფასდაკლებებით/









воскресенье, 2 февраля 2020 г.

ჭინჭრის ხინკალი ფურშეტების ჰიტია


ჭინჭრის ხინკალი ფურშეტების ჰიტია

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით

ინგრედიენტები
      მოხარშული ჭინჭარი - 500
      ხახვი - 3 თავი
      ფქვილი - 600
      წყალი
      ქინძი - 1 კონა
      მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.მოხარშული ჭინჭარი მსუბუქად ამოვწუროთ ნახარშიდან და წვრილად დავჭრათ. მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მოშუშული ხახვი, მარილი და პილპილი.
ცომისთვის :მაგარი ცომის მოსაზელად ფქვილში ავურიოთ 1 სავსე .. მარილი, ნელა დავასხათ წყალი და მოვზილოთ . ჩავდოთ თასში და დახურულ მდგომარეობაში 30 წუთი გავაჩეროთ. 3 სმ სისქეზე გაბრტყელებული ცომისგან ამოვჭრათ ჭიქით მრგვალი ფორმები და თითოეული თხლად გავაბრტყელოთ.
ფქვილმოყრილი ცომის ფენაში ჩავდოთ გულსართი, გავუკეთოთ ნაკეცები და შევკრათ.
მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში. საწებლად უხდება  მოშუშული ხახვი და ძმარი.

вторник, 28 января 2020 г.

ვის შევუკვეთოთ ფურშეტი ? რატომ FM Group


ვის შევუკვეთოთ ფურშეტი ? რატომ FM Group


რომელ ქეითერულ ფირმებს გირჩვეთ ჩვენ
საქართველოში  არაერთი კარგი ქეითერია. ჩვენ, პირველ რიგში გირჩევთ მიმართოთ ამ ფირმებს:

ქეითერული კომპანიის შერჩევის პრინციპები
1.        შეარჩიეთ არა საიტის გამოხმაურებების მიხედვით, არამედ კლიენტების რეკომენდაციის შესაბამისად. დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს, რომელი გამოხმაურებაა თხოვნით დაწერილი და რომელი მკითხველის ინიციატივით
2.        ეძებეთ კომპანია, რომელსაც საიტზე განთავსებული აქვს ღონისძიებების სურათები და ვიდეოები. ასე შეძლებთ ნახოთ, რამდენად ლამაზი იქნება თქვენი წვეულება
3.        უპირატესობა მიანიჭეთ იმათ, რომელთაც აქვთ ბევრ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება. ამას მათი საიტებიდან, ვიდეოებიდან და ფოტოებიდან იოლად მიხვდებით. ნუ გამოედევნებით ცნობილ ფირმებთან ურთიერთობებს. კლიენტების, თუნდაც პატარების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია. ცხადია, თუ დიდი კორპორაცია ხართ, უნდა დაადგინოთ აქვს თუ არა ქეიტერს შესაბამისი სიმძლავრე.
4.        ვიდრე გააკეთებთ შეკვეთას, აუცილებლად ჩაატარეთ დეგუსტაცია. ამისთვის არ არის სადმე წასვლა საჭირო აარჩიეთ ის პოზიციები, რომლებიც თქვენთვის გაუგებარია ან რომლებშიც ეჭვი გეპარებათ და მოითხოვეთ მოგიტანონ კურიერმა. ასე თქვენ იქნებით დარწმუნებული პროდუქტის გემოსა და ხარისხში.
5.        შეეცადეთ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს ყველა დეტალი და საჯარომო სანქციები.